|
2018-12-10 13:33:04, 856 ნახვა
საზოგადოება
იმიტირებული სასამართლო პროცესის კონკურსში თბილისის 159-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
„იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის - 2018“ დასრულდა. პროექტში ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა. მისი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. დაჯილდოების ცერემონია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გამარჯვებული გუნდის გარდა ასევე დასახელდნენ პროექტის საუკეთესო ადვოკატები და პროკურორები. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა პროექტში ჩართულ პროკურორებსა და საბაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. პროექტში თბილისის 20 სხვადასხვა სკოლისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათთვის სპეციალური სასწავლო კურსი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის იუსტიციის სახლში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეების თეორიულ-პრაქტიკულ მომზადებაზე პროკურორებმა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრანტმა სტუდენტებმა მოხალისეობრივად იზრუნეს. პროექტის ფარგლებში ნაფიცი მსაჯულების როლი ასევე სკოლის მოსწავლეებმა მოირგეს. დასკვნით ეტაპზე 8 სასამართლო პროცესი ჩატარდა. პროცესზე იმყოფებოდა "ბრალდებული", "მოსამართლე", "პროკურორი", "დაცვის მხარე". გამარჯვებული გუნდის გარდა თითოეულ პროცესზე გამოვლინდა საუკეთესო ადვოკატი და საუკეთესო პროკურორი. კონკურსში მონაწილე გუნდები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" აპლიკაციის მიხედვით შეარჩია. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია არაფორმალური განათლების საშუალებით სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)