|
2018-12-08 15:14:32, 1931 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე ბიზნესგარემოს ინკლუზიური განვითარების საკითხებზე ისაუბრა
„ძლიერი ეკონომიკა ძლიერი საზოგადოებისთვის - ინვესტირება საზოგადოებაში მდგრადი განვითარებისთვის", - ასეთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობს. კონფერენცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები ესწრებიან. კონფერენციის ერთ-ერთი დისკუსია ბიზნესგარემოს ინკლუზიურად სრულყოფის საკითხებს მიეძღვნა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, მიმდინარე რეფორმებსა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში, ეკატერინე მიქაბაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა განათლებულ და კვალიფიციურ მუშახელზე, როგორც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაზე. მისი თქმით, აუცილებელია შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების სტრუქტურული გადაწყვეტა, რომელთა მოსაგვარებლადაც საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, განათლების კომპლექსური რეფორმის შემუშავების პროცესშია. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, განათლების რეფორმის განხორციელებას მწარმოებლურობის ამაღლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების ადაპტაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა პროფესიული გადამზადების მოკლე და გრძელვადიან პროგრამებზე, რომლებიც მოამზადებს მუშახელს შრომის ბაზარზე დღეს არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროფესიური უნარების ასათვისებლად. მისი თქმით, სამუშაო ძალის გადამზადების პროგრამა მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითდასაქმებულთა რიცხვს. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ლიეტუვას ეკონომიკის ვიცე-მინისტრი მარიუს სკუოდისი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მიჰაილო ტიტარჩუკი და სხვა.
(NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)