|
2018-12-07 16:54:50, 1757 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი - სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს
რუსეთი მზადაა თბილისთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ურთიერთობები განავითაროს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ჩვენ ვუსურვებთ სალომე ზურაბიშვილს იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი, აკეთოს ის რაც კარგი და სასარგებლო იქნება მთლიანად ერისთვის. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობას, ჩვენ გვინდა თბილისთან ვითარების ნორმალიზება და კარგი ურთიერთობა. ბოლო დროს მოსკოვმა და თბილისმა რიგი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა ლავროვი ზურაბიშვილისგან სიგნალებს, ლავროვმა უპასუხა, რომ მედიამ ეს კითხვა ახლადარჩეულ პრეზიდენტს უნდა დაუსვას. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზურაბიშვილის პარტნიორი იყო რთულ მოლაპარაკებებში რომელიც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას ეხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)