02:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 16:02:50, 970 ნახვა

საზოგადოება
The Banker-მა „საქართველოს ბანკი“ 2018 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

„საქართველოს ბანკი“ The Banker-მა 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო „საქართველოს ბანკს“ 2006 წლიდან  დღემდე უკვე მეექვსედ აქვს მოპოვებული. The Banker-ის მიერ შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად მიჩნეული იყო ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგები, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტი.  გამოცემის ყურადღება მიიპყრო საქართველოს ბანკის სტრატეგიამ, მომხმარებელს შესთავაზოს  მათ  საჭიროებებსა და ინტერესებზე  მორგებული ინოვაციური პროდუქტები და სერვისები. მრავალფუნქციური ციფრული პლატფორმები, გამართული მობილბანკი და ურთიერთობის  პროგრამები (PLUS).

„მოხარული ვართ, რომ მოვიპოვეთ წლის საუკეთესო ბანკის ტიტული. საქართველოს ბანკი კორპორატიული მართვის საუკეთესო სტანდარტებისა და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებით ჩამოყალიბდა როგორც მძლავრი  ფინანსური ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპაში. ამან მოგვცა ფინანსური და ადამიანური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა, რაც ჩვენი ბანკის კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ ამ კრიტერიუმებით მოხდა საქართველოს ბანკის შერჩევა. ეს ჯილდო არის საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურება და ვულოცავ მათ საერთაშორისო აღიარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

ინფორმაციისთვის: მსოფლიოში წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker 1926 წლიდან გამოდის. The Banker- ის ჯილდო „წლის საუკეთესო ბანკი“ კი დაარსებულია 2000 წელს და ის  ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი საუკეთესო შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

 

 

(R)

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics