2015-06-15 11:38:37, 333 ნახვა
საზოგადოება
მინდია ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბოს
კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბოს.
ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა.
"40 მილიონი ზარალი ძალიან მიახლოებითი რიცხვია, გაწმენდითი სამუშაოები რომ დასრულდება, ამის შემდეგ უკვე იქნება სურათი, არ გამოვრიცავ, რომ ზარალმა ამ ციფრს გადააჭარბოს, რადგან ყველა კომუნიკაცია, რომელიც ვერეს ხეობაში მდებარეობს, ექსპერტიზას ექვემდებარება. ეჭვი მაქვს, რომ მათი გარკვეული ნაწილი, სრულად სარეაბილიტაციო იქნება",-აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან