06:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 15:38:47, 1535 ნახვა

სამართალი
შსს-ს ორგანიზებით პოლიციის ატაშეების ფორუმი ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პოლიციის ატაშეების ფორუმი გაიმართა.

კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

ფორუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის პოლიციის ატაშეები და საქართველოს პოლიციის ატაშეები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ საფრანგეთის, ავსტრიის, ევროპოლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანი იყო მასში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიციის ატაშეების ქსელის გაძლიერება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და გამოწვევები მიმოიხილეს და ერთმანეთს საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.

აღნიშნული ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის" - ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics