02:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 17:05:03, 2140 ნახვა

სამხედრო
​იზორია: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა.

ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციაზე, ნატოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამოდელო ქვეყანა.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ეროვნული დონის პრიორიტეტია, რომელიც 14 ინიციატივას მოიცავს. მინდა აქტიური ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ქვეყანასა და ექსპერტებს. ჩვენი მიღწევები, სწორედ, ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის ფარგლებში, საქართველო იორდანიისთვის გამოცხადდა როგორც სამოდელო ქვეყანა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics