|
2018-12-06 16:25:18, 1897 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, სამხედრო განათლება, სამხედრო სწავლებები და წვრთნები, საერთაშორისო მისიები, შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება, ინსტიტუციური განვითარება, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება, სოციალური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა - ეს ის თემები იყო, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან „არმიჰოლში“ ისაუბრა. ლევან იზორიამ მოხსენებაში დეტალურად მიმოიხილა თავდაცვის პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. მან ასევე ისაუბრა ტოტალური თავდაცვის სისტემისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების მეშვეობით თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობებზე. თავის გამოსვლაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის რაციონალური გადანაწილებაა. „წელს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები. ეს პირველ რიგში ნატოს სტანდარტების რეალიზებას უკავშირდება. წელს, პირველად მივმართეთ შეიარაღებაზე თავდაცვის ბიუჯეტის 20%, რის საფუძველზეც ვყიდულობთ ისეთ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები“. თავის გამოსვლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე, სამხედრო სწავლებებზე და წვრთნებზე. მოხსენების დროს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს. თავდაცვის მინისტრის ანგარიში ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, ავიაცია და საჰაერო თავდაცვა, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა, სამხედრო პოლიცია ეროვნული გვარდია, კიბერუსაფრთხოება და ადამიანური რესურსების მართვა.
(NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)