|
2018-12-06 14:47:34, 2018 ნახვა
სამხედრო
იზორია - საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ამოცანა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სკოლებში ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ამოცანა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაა. „ჩვენი მიდგომა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული რესურსების მობილიზება უნდა მოხდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კომპონენტია, მათ შორის ტოტალური თავდაცვის. ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც საზოგადოების ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვემუშავებინა პილოტ პროექტის სახით სახელმძღვანელო, კერძოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, რომელიც მოზარდ თაობას, პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე გააცნობს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეები არის როგორც კონვენციური, ისე არაკონვენციური სახის, შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა კატასტროფებთან. ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული, მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან. ფაქტი, რომ ეს საფრთხე, თუ როგორ იქნება რეალიზებული რა თქმა უნდა ყველა ქართველმა უნდა იცოდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეგახსენებთ, იანვრიდან საჯარო სკოლებში საპილოტე რეჟიმში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. გაკვეთილებს სამხედრო მოსამსახურეები ჩაატარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)