04:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 15:18:22, 1386 ნახვა

სამართალი
სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის ცენტრში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ.მ.-მ მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლით ხ. ტ.-ს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.

"გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერს,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ბრალდებულისათვის საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics