2015-06-15 10:02:12, 477 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკის საელჩო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო ყველას უსამძიმრებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში მომხდარი სტიიქიის გამო სამძიმარს გამოთქვამს.
ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თბილისში მოხდარი გამანადგურებელი წყალდიდობა შეეხო. ვგლოვობთ 12 ადამიანის დაღუპვას. ამ საღამოს ელჩი ნორლანდი მერ ნარმანიას ესაუბრა. ელჩმა დაადასტურა ჩვენი მზადყოფნა, დავეხმაროთ მთავრობასა და ხალხს იმ დროს, როდესაც ისინი გარდაცვლილებს გლოვობენ, დაშავებულებს მკურნალობენ და ბუნებრივი კატასტროფისაგან მიყენებულ დანაკარგებსა და ზარალს ითვლიან“,-ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან