2015-06-15 09:21:53, 506 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დღეს გლოვის დღეა
საქართველოში, 13–14 ივლისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის საპატივსაცემოდ, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღო.
„სამწუხაროდ ჩვენ გვყავს დაღუპულები და მინდა მათ ოჯახებს, საქართველოს მთავრობის სახელით, მივუსამძიმრო. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის. ვაპირებთ 15 ივნისი გლოვის დღედ გამოვაცხადოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან