23:52 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 16:07:27, 867 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, ქუჩა უკვე მოწესრიგებულია და იგეგმება გზის დახაზვა.

„მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე, ისე წყალარინების სისტემა, ასევე, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დავაყენეთ ახალი, LED ტიპის სანათები, რომელიც ეკონომიურია და დაახლოებით ელექტროენერგიის 60-70%-ს ზოგავს. სადენები, რომლებიც ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის ჩატანილი და რაც მთავარია, გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეიძლება ითქვას, მანქანების პარკინგად იყო გადაქცეული, დღეს არის მოწესრიგებული და დარგულია ხე-მცენარეები. სამუშაოები, რაც დარჩა, არის დამატებით  მიწის შეტანა, რაც გაზაფხულზე განხორციელდება, ბალახის დათესვა და გზის დახაზვა, რაც ძალიან მალე დაიწყება. ასეთი  მიდგომები გვაქვს ჩვენ. გვინდა რომ ყველა ქუჩა ასე მოწესრიგებული იყოს თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. მთლიანად გამოიცვალა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა 61 ერთეული LED სანათი.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია  შპს „თი როუდი“ აწარმოებდა.

რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ პეტრიწის ქუჩა გამწვანდა:  ჯამში 513 ძირი, 7 სახეობის მერქნიანი მცენარე დაირგო, მათ შორის, 377 ძირი, 4 სახეობის ბუჩქი და 136 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, სამი სახეობის ხე. გარდა ამისა, იგეგმება ბალახის დათესვა ჰიდროთესვის პრინციპით.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics