04:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 14:09:18, 1484 ნახვა

სამართალი
ადვოკატი უკრაინელების და საქართველოს ერთი მოქალაქის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს მოითხოვს

საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქის ადვოკატი, გიორგი როსტომაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გარეშე დატოვებას მოითხოვს.

როგორც ადვოკატმა როსტომაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე, ალტერნატივის სახით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობასაც დააყენებს.

„ჩვენი მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად მტკიცებულება არ არის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, მაგრამ ალტერნატიული საშუალებაც გვექნება - გირაო. შესაბამისად, შეთავაზებული იქნება გარკვეული თანხა. ჩვენ ალბათ, 5 000 ლარით შევალთ, მაგრამ ამის გადაწყვეტას სასამართლოს მივანდობთ. არანაირი იარაღი მათი საკუთრება არ იყო. დუმილის უფლებით სარგებლობენ, ბრალს არ აღიარებენ. საქმეში ოპერატიული ბუნდოვანი პატაკია წარმოდგენილი, რომლის საფუძველზეც ეს ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ადვოკტმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics