|
2018-12-04 11:00:35, 807 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ ინოვაციურმა პროექტმა-თი ბოტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
თიბისის ინოვაციურმა პროექტმა, თი ბოტმა, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს The Payments Awards-ზე, საუკეთესო ალტერნატიული გადახდის პროექტის კატეგორიაში გაიმარჯვა. The Payments Awards ფინანსური სექტორის ინოვაციებისა და მიღწევების კონკურსია, რომელიც ლონდონში იმართება. ინდუსტრიის წამყვანის სპეციალისტები ყოველ წელს კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით აფასებენ. თი ბოტმა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული თი ტრანსფერის ფუნქციის წყალობით გაიმარჯვა best alternative payments project-ის კატეგორიაში. თი ტრანსფერი არის თი ბოტის დახმარებით მეგობართან საუბრის დროს, მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად თანხის გადარიცხვის ფუნქცია.თი ბოტის და მისი ფუნქციების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ ბოტის გვერდს. თი ბოტი, ბანკის მიერ შექმნილი მესენჯერ აპლიკაციაში ინტეგრირებული ჩათ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ), TKT.GE-დან ბილეთების შეძენა და სხვა. თიბისის ჩატ ბოტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულმა კომპანია Pulsar AI-იმ შექმნა.წელს ის the Payments Awards-ზე პირველად წარსდგა.
(R)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)