|
2018-12-03 13:03:05, 786 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგინა
თბილისში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 683 539 კვ.მ. გზის საფარს. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 135 744 331 ლარი დაიხარჯა. გზების აღდგენა-რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია 12 ქუჩაზე. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, თქმით, ამ მასშტაბის სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, თუმცა მომავალ წელს, მერია კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავს. „არსებობს კონკრეტული ქუჩები, კონკრეტული უბნები, სადაც ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. გზების მშენებლობისა და აღდგენის დროს, ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენ მუშაობას ვიწყებთ, ფუნდამენტურად იცვლება ყველაფერი. იმ პროექტების ფარგლებში, რომელიც უკვე დასრულდა, ყველგან იყო გათვალისწინებული ქვეითებისთვის განკუთვნილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი გაჩერებები, გადასასვლელები და ტროტუარები, ასევე, მიმდინარეობს ქუჩების ადაპტირება შშმპ-ებისათვის. 97 000 კვ.მ. ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე ბეტონი შეიცვალა მწვანე საფარით. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და მინდა, რომ სადაც შესაძლებელია, ეს კუნძულები გამწვანდეს. ამის საუკეთესო მაგალითია სააკაძის მოედანი, რომელიც საპილოტე პროექტი იყო და გაამართლა. კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის 7000-მდე ბუჩქი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გზის საფარი წესრიგდებოდა, თუმცა, დაზიანდებოდა მილი და შემდეგ გზის საფარს თავიდან თხრიდნენ, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის ათივე რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები 169 მისამართზე მოწესრიგდა და 3 401 571 ლარი დაიხარჯა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქში მონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის LED სანათები, რაც ელექტროენერგიის 60-70 % დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. ამავე ტიპის სანათებით განათდა მეტეხის კლდე და აზეულას (ქოროღლის) ციხე. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის ათივე რაიონში კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაოებისა და გრუნტის დამჭერი კედლების რეაბილიტაცია-მოწყობისთვის, 1 173 მისამართზე დაიხარჯა 9 140 179 ლარი. მისივე თქმით, დასრულდა როგორც მდინარე ვერეზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საქვეითო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ისე, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რის შედეგადაც, თავისუფლად გადაადგილდება ავტოტრანსპორტი. აქვე მოწყობილია პატარა სკვერი და გამწვანებულია გზაგამყოფი. მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მშენებლობა, ზემო და ქვემო ფონიჭალას დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, ასევე, ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, წყალარინების ქსელი ეწყობა მუხიანისა და სოფელ დიღმის დასახლებაში. „მუხიანის აგარაკების დასახლებაში არ არსებობდა წყალარინების ქსელი, მოსახლეობისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო. მომავალი წლის გაზაფხულზე სამუშაოები უკვე დასრულებული იქნება და ამის შემდეგ დაიგება გზის საფარი. ასევე, დავიწყეთ სოფელ დიღმის წყალარინების ქსელის მოწყობა, რაც დაახლოებით 30 მილიონი ლარი ჯდება. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა, ასევე, ისაუბრა მიწისქვეშა გადასასვლელებში წარსულში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ უკვე მოწესრიგდა გმირთა მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც უკვე მოიხატა ქუჩის ხელოვნების ქართველი და უცხოელი წარმომადგენლების მიერ, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა სასტუმრო „რუმსთან“ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ხელოვანებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება. დედაქალაქის მერმა თბილისის განვითარების ფონდის მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა, რაც ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. „თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, შევინარჩუნოთ ის სიმდიდრე, რომელიც ქალაქს გააჩნია - ჩვენი ისტორიული ძეგლები და ისტორიული არეალები. ამ მიმართულებით დავიწყეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - ერთ-ერთია ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით 70 მილიონი ლარი ჯდება. აქ მიმდინარეობს 20 შენობა-ნაგებობის
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)