22:01 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 18:17:35, 1220 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: მეშინია როცა მოვა თემირლანის წლისთავი, არ იქნა გარკვეული მისი მკვლელობის ამბავი

„მეშინია როცა მოვა თემირლანის წლისთავი, არ იქნა გარკვეული მისი მკვლელობის ამბავი“, - ამის შესახებ პანკისის სპრეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც არ გაიყიდნენ.

„ჩვენ ვნიშნავთ თითო ადამიანი 100 ადამიანს, იმიტომ რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებსაც აქვთ ღირსება, რომლებსაც გააჩნიათ ნამუსი. აქ მე ვხედავ მართლა ვაჟკაცებს, მართალ დიაცებს, როგორც ეს შეეფერება კავკასიელ ხალხს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც იყიდებიან. აქ მართლა საქართველოა დღეს, აქ მართლა ქართველი ერია. როგორც შეეფერება ეს ნამდვილ ქართველებს, დღეს მე ვხედავ ნამდვილ ქართველებს დ ამით მოხარული ვარ. მე იმ დღის მეშინია, როცა გახდება თემირლანის წლისთავი, ვაი თუ არ იქნა გარკვეული მისი მკვლელობის ამბავი, ვაი თუ არ დაისჯებიან ის ადამიანები ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა და იმის შნო, ვაშენოთ ქვეყანა და დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლის მსმელები არიან, ვინც სისხლით მოვიდნენ და ვინც სისხლით უნდა გავაცილოთ“,  - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics