13:14 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 21:55:29, 342 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ახალი გზის გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ახალი გზის გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „კურიერში“ პირდაპირი ჩართვისას კითხვაზე პასუხისას განაცხადა, როდის იქნება შესაძლებელი ახალი გზის გახსნა.

„დღეს მაქვს კიდევ ერთი საგანგებო შტაბის თათბირი, შტაბის წევრებისგან მოვისმენ ბოლო დაზუსტებულ ინფორმაციას. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას. ყველა სამსახური მობილიზებულია და მაქსიმუმს ვაკეთებთ. რამდენი დღე თუ რამდენი კვირა დასჭირდება ამას, ხვალ-ზეგ გვეცოდინება, რომ განვსაზღვროთ წინასწარ, რა ვადას მოითხოვს ეს სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, წინასწარი ვარაუდით, სტიქიით მიყენებული ზარალი 40-45 მილიონი ლარია. „10 მილიონის ოდენობით უკვე გამოეყო თბილისის მერიას, რათა დაფინანსდეს პირველი ეტაპის სამუშაოები. ამის შემდეგ მოვახდენთ სხვა თანხების მოძიებას და აკუმულირებას. ფინანსთა სამინისტროს დავავალეთ, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან მოიძიონ დახმარება. გვაქვს უპრეცედენტო სოლიდარობის გამოხატულება, მეგობარი სახელმწიფოებიდან უამრავი ზარის შემოდის ჩემს ტელეფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინდა მათ მადლობა ვუთხრა“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics