|
2018-12-02 14:43:14, 4825 ნახვა
სხვადასხვა
ჰოლენდიელმა გულშემატკივრებმა გურამ კაშიას გასაოცარი შეხვედრა მოუწყვეს - მან ცრემლები ვერ შეიკავა
ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია ჰოლანდიაშია და ყოფილი კლუბის, არნემის „ვიტესის“ თამაშსს დაესწრო, რომელიც ერედევიზიის მე–13 ტურში „ემენს“ მასპინძლობდა. მატჩამდე არნემურმა კლუბმა და „ვიტესის“ ფანებმა მთელი კამპანია ჩაატარეს, სადაც გულშემატკივარს მიმართავდნენ – „შენ მოდიხარ, პირადად რომ დაემშვიდობო ყოფილ კაპიტანს?“. კლუბის ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიას მიმართეს „ვიტესის“ ყოფილმა და მოქმედმა მოთამაშეებმა – ვილფრიდ ბონმა („სუონსიში“ თამაშობს), ბერტრანდ ტრაორემ („ლიონი“), მაიკლ ვან დერ ვერფმა, არნემელთა სლოვენიელმა თავდამსხმელმა ტიმ მატავჟიმ, ასევე „ვიტესის“ არგენტინელმა გულშემატკივარმა ხუანმა. ჰოლენდიელმა გულშემატკივრებმა ყოფილ კაპიტანს გასაოცარი შეხვედრა მოუწყვეს. სავსე ტრიბუნების შეძახილებმა „გურამ კაშია! გურამ კაშია!“ ქართველ მცველზე ისე იმოქმედა, ცრემლები ვერ შეიკავა. გურამ კაშია „ვიტესში“ 2010-2018 წლებში გამოდიოდა, თამაშების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენი გახდა და 6 წელი გუნდი კაპიტანი იყო, ზაფხულში კი ამერიკის მეიჯორლიგის „სან ხოსეში“ გადავიდა. ცნობისთვის, გურამ კაშია გახდა ვიტესის რეკორდსმენი, ჩატარებული მატჩების მიხედვით. კაშია გახდა ვიტესის პირველი კაპიტანი, რომელმაც ტიტული მოიგო. როდესაც მწვრთნელთან უთანხმოების გამო ის სკამზე იჯდა, მთელი არნემი ამხნევებდა მას და ქართველის მოედანზე გამოსვლას ითხოვდა. მან ვიტესში 8 წელი გაატარა და ფანების საყვარელი ფეხბურთელი გახდა. კაშიას დღემდე უხდიან მადლობას, ვიტესის ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები, იმისთვის, რომ ის იყო ღირსეული კაპიტანი და ბევრი რამ ასწავლა მათ. ქართველ ფეხბურთელს მოუწყვეს გაცილება და მთელი მოედანი სკანდირებდა:"გუ-რამ კაშია, გურამ კაშია".
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)