21:58 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 11:35:15, 986 ნახვა

საზოგადოება
შსს-ში გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო. ამ დროისთვის უწყებაში 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, მათი ნახევარი რეგიონებიდანაა.

სამინისტრო იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს აძლევს შანსს, გაიაროს კონკურსი და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მოხვდეს. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ფასიან სტაჟირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაივლიან.

სისტემური განახლების ფარგლებში, სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ასევე, საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით.

უწყებამ უკვე შეაფასა მოქმედ გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც არის უწყებაში მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics