03:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 11:34:27, 1206 ნახვა

სამართალი
შსს-მ თეთრიწყაროში ყაჩაღობის მომზადების ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი 5 პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.კ., 1984 წელს დაბადებული ზ.გ., 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1982 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. "ხამუთები", 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics