22:01 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 19:39:08, 1522 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საკრებულო - ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ჩვენი თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს

თბილისის საკრებულო ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომელშიც საკრებულოს პროტოკოლის უფროსი ფიგურირებს.

როგორც საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს  თანამშრომელი  ჩხუბში მონაწილე პირებს  აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

„გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი  დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. 

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა  უნდა ითქვას, რომ  გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს  თანამშრომელი  ჩხუბში მონაწილე პირებს  აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას  მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების  მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს“, - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დღეს თავს დაესხნენ.

გაერთიანებული ოპოზიცია თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც „ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ჩარკვიანის ოჯახს მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ აეროპორტში.

„ეს დაშინების კამპანია არის მართული ე.წ. ხელისუფლების მიერ, პოლიტიკური პოლიციის, რომელიც თავის თავს სუს-ს ეძახის და მასთან შეზრდილი კრიმინალების მიერ. არავის არ ეშინია თქვენი. მინდა გითხრათ, რომ ყველა გეგმას, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

თავდასხმაში ასევე ხელისუფლება დაადანაშაულა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics