2015-06-14 21:49:19, 336 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის პრეზიდენტი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველებს უსამძიმრებენ
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ქართველ ხალხს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტი სტიქიას twitter-ზე გამოეხმაურა.
„ჩვენი ფიქრები ქართველ ხალხთან არის, ვუსურვებ ქართველ ხალხს გამძლეობას და სტიქიის შედეგებთან გამკლავებას"-წერს პრეზიდენტი.
უწყების ცნობით, ქართველ ხალხს უსამძმრებს ასევე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეიტ პენტუს-როსიმანიუსი.
„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას სტიქიის შედეგებისა და გარდაცვლილთა გამო,"- აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან