|
2018-12-01 13:57:41, 1165 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ლაგოდეხში შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - ბესიკ ზედელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები გააცნეს. "112"-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "SOS - ჩუმი განგაში". ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს "SOS - ჩუმი განგაშის" ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს. შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)