16:37 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 16:12:11, 825 ნახვა

რეგიონი
მედოევი: ზურაბიშვილს, როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის შეფასებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთთან დაკავშირებით, მოსალოდნელი იყო. ინფორმაციას Cominf.org ავრცელებს/ 

როგორც მედოევმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მოუწევს ოკუპაციის დაგმობა და ამავდროულად მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა.

"არჩევიდან პირველი წითებში გაჟღერდა მაფიო მესიჯები როგორც დასავლეთის ასევე რუსეთის მისამართით. არამგონია რომ მისგან ვინმე უფრო "ორიგინალურ" პასუხს ელოდა. ეს მესიჯი შიდა მოხმარებისთვისაც გამოსადეგია. უნდა ითქვას, რომ ზურაბიშვილს, როგორც ალისას, „საოცრებათა ქვეყანაში“ ცხოვრება მოუწევს - ერთის მხრივ, "ოკუპანტების" დაგმობა და მეორეს მხრივ, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვა. ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინ არის ბოლოს და ბოლოს ოკუპირებული, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება. ალბათ ოკუპირებულია თავად ხელისუფლება, თანაც ყველა, რომელიც 1992 წლიდან იყო ქვეყნის სათავეში. ეს მდგომარეობა დემოკრატიული გზით, მემკვიდრეობით გადაეცემა ქვეყნის ყველა ხელმძღვანელს. გაუგებარია, როგორ შეიძლება რუსებს ოკუპანტები უწოდა, ამავდროულად რესტორნებში მოემსახურა და უცეკვო? ეს პარიზს მაგონებს 40-იან წლებში - კოლაბორაციონიზმი, თუმცა ქართული აქცენტით. პრინციპში ეს თემა ზურაბიშვილისთვის ახლოა", - განაცხადა დიმიტრი მედოევმა და დასძინა, რომ "საქართველოში ჩატარებული არჩევნები ამ ქვეყნის შიდა საქმეა და სამხრეთ ოსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს".

ცნობისთვის, არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, თბილისი მასთან ტანამშრომლობას ვერ შეძლებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics