|
2018-11-30 14:00:23, 1338 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი ოპოზიციის აქციებზე - შსს-ს უმთავრესი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა იქნება
„შსს მოიქცევა ისევე, როგორც იქცეოდა ყოველვის, კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტო შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს გამოხატვის თავისუფლებას ყოველთვის იცავს. „დავიცავთ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებენ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა. რაც შეეხება იმას, დაინტერესდებიან თუ არა საგამოძიებო უწყებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებით, რომელიც მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, კანონმდებელთა ნაწილის აზრით, ძალოვან სტრუქტურათა დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. ამ თემაზე მეზვრიშვილი განმარტავს, რომ თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები იქნება, შსს კანონის ფარგლებში იმოქმედებს. „თუ იქნება რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის კონკრეტული მცდელობები, ბუნებრივია, ამაზე შსს რეაგირებას მოახდენს. მათ შორის მოწოდებების გარეშეც ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ყველა დანაშაულზე ვახდენთ დროულ რეაგირებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)