21:43 - 21 Jul, 2026
|
2015-06-14 19:20:54, 3887 ნახვა
Lifestyle
სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს
წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, ზარალის დათვლა ამ დრომდე გრძელდება. ხადურის განცხადებით, თბილისის მერიისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 10 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე გააჩნია გარკვეული საოჯახო ინვენტარი, რაც მერიას დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით გადაეცემა. მისივე თქმით, დილის 6 საათიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა, განხორციელდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და საბანკო სექტორი დღეს მზად იყო ემუშავა და გადარიცხვები განეხორციელებინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)