|
2018-11-28 21:44:15, 1672 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ეს იყო არჩევანი, რომელიც მოსახლეობამ გააკეთა სახელმწიფოს სიმშვიდისთვის
„ეს იყო არჩევანი, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა სახელმწიფოს სიმშვიდისთვის, გარანტირებული თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ეგზიტპოლის პირველადი შედეგების შეფასებისას განაცხადა. მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება პასუხისმგებლობის დიდ მანდატს წარმოადგენს. ,,მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა განსაკუთრებული სიბრძნე, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აზროვნება და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხშია მთავარი ძალა. ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ, გააცნობიერა ის რეალობა, ის აუცილებლობა, ის გარდაუვალი და პრინციპული არჩევანის აუცილებლობა, რამაც ეს შედეგი განაპირობა. ამიტომ მადლობა ქართველ ხალხს და ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის ძალიან დიდ მანდატს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვმართებს უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი მზაობით შევხვდეთ ხალხის ასეთ გადმოდგმულ ნაბიჯს ჩვენკენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45% Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)