|
2018-11-28 20:12:45, 2017 ნახვა
სამართალი
საჯაროდ გავრცელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დამკვირვებლების მიერ დასახელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება ბათუმის, ქარელისა და აბაშის საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აჭარის პროკურატურაში ორ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დაედო, რომლის მიხედვითაც ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის 90-ე და მე-11 უბნებზე სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს. მათივე ცნობით, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძება დაიწყო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ზე გასული სიუჟეტის საფუძველზე. შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის პროკურატურა #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს იძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)