2018-11-28 11:30:32, 893 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ერთ მხარეს პოლიტიკური ძალაა, რომლის თვისება აგრესიაა და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს წარსულს ჩააბარა
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკეში, #53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.
„დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი, არის ორი პოლიტიკური ძალა. იქეთა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებებიც მოგეხსენებათ არის აგრესია, სიძულვილი, სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ,