02:39 - 01 May, 2026
|
2018-11-28 11:08:34, 1385 ნახვა
სამართალი
შსს-მ გლდანში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში, ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს მუშაობის დროს ხელი დაარტყეს. როგორც არხის წამყვანმა ნათია ტრაპაიძემ განაცხადა, ჟურნალისტი თბილისში, კერძოდ გლდანში ტელეფონით ცდილობდა გადაეღო თუ როგორ გადაჰყავთ ამომრჩევლები რეგიონში ავტობუსებით. სწორედ ამ დროს ჩაფიჩაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებმა, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით “არა ნაცებს”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)