18:43 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 14:10:28, 993 ნახვა

საზოგადოება
უზბეკეთში ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა

ტაშკენტის საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსში „აღმოსავლეთის ვაზი“ ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ახმეტის წითელმა“ და „ქვევრის ქისმა“ ოქროს მედლები, „სიმონასეულმა“ კი, განსაკუთრებული ჯილდო - ოქროს დიდი მედალი მიიღო, ასევე ოქროს მედლით დაჯილდოვდა „სოლომნიშვილი ვაინერის“ საფერავი.

სადეგუსტაციო კონკურსი უზბეკეთის სამეცნიერო-ტექნიკური საერთაშორისო კონფერენციის „ინოვაციური ტექნოლოგიები და თანამედროვე ტენდენციები მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში“ ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე მოხსენებით „მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გამოვიდა. კონფერენციას საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინისა, შუა აზიის ქვეყნების და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „მეღვინეობის ხელოვნება“, სადაც საქართველოს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. საქართველოს კუთხემ ვიზიტორების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ფესტივალზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას ბაზაზე დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. ქართული მხარის ძირითადი მიზანი ტრადიციული და აღდგენილი ძველი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაცია და აზიის ქვეყნებში ცნობადობის ამაღლება იყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics