|
2018-11-27 11:17:25, 2767 ნახვა
მსოფლიო
პუტინი იმედოვნებს, რომ ბერლინი უკრაინაზე გავლენას მოახდეს, რათა მან გაუაზრებელი ნაბიჯები არ გადადგას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარში განიხილა, - ამის შესახებ ntv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა უკრაინული მხარის ქმედებებს პროვოკაციული უწოდა და საერთაშორისო უფლებების დარღვევად შეაფასა. საუბრისას შეშფოთება გამოთქვეს, უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო. გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. კრემლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ბერლინი კიევზე გავლენას მოახდენს, რათა უკრაინამ გაუაზრებელი ნაბიჯები არ გადადგას. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)