|
2018-11-26 12:18:32, 1258 ნახვა
სამართალი
მეუღლის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ა.დ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. 2018 წლის 2 აგვისტოს, ქ. თერჯოლაში, მეუღლეს ე.ს.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და უთხრა რომ ცეცხლს წაუკიდებდა. „სამართალდამცველებმა ა.დ. იმავე დღეს ქ. თერჯოლაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ, სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ა.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)