2018-11-25 15:29:18, 1497 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს
თავისუფლების მოედანზე პატრიოტთა ალიანსის აქცია სახელწოდებით "დაიცავი საქართველო" იწყება. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოა.
სააკავშილი-ბოკერიას მმართველობას საზოგადოება აფასებს, როგორც დანაშაულებრივ რეჟიმს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ყველა ის ადამიანი მონაწილეობს, რომელსაც წარსულში დაბრუნება არ სურს.
“ვთვლი, რომ ამ ვითარებაში “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი ქმედებების კიდევ ერთხელ გამოკვეთა არის აუცილებელი იმიტომ, რომ ჩვენ მომავალში აღარ დავუშვათ, რომ ამ ტიპის პოლიტიკოსებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება და დანაშაული, რომელიც მათ თავის დროზე ჩაიდინეს, იყოს დასჯილი!” – ამბობს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი.
ავტორი: ,