14:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 15:17:56, 1422 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი - ვალესა და სიღნაღის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, დასაქმებულების მიმართ ზეწოლა არ დადასტურდა

ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად, არ დადასტურდა,  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს.

„მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა ბოლო 48 საათის განმავლობაში. გამოკითხული იქნენ მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბრო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს. ასევე, არ დადასტურდა ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics