|
2018-11-24 12:55:34, 613 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება
ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება, რაც ადგილობრივების დასაქმებას და ტურისტული ზონის განვითარებას შეუწყობს ხელს. სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას დღეს საფუძველი ჩაუყარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შერაზადიშვილმა. გაიმართა კაფსულის სიმბოლური დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაც. „ქობულეთს განსაკუთრებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ პოტენციალის სრული რეალიზება. ახალი, მრავალფუნქციური 240 ნომრიანი სასტუმრო ქობულეთში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს არის მეტი დასაქმება რეგიონში, ეს არის მეტი განვითარება და წინსვლა. ბიზნესს სჭირდება ხელშეწყობა, სჭირდება თავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მოწოდებულია ამ გარანტიების შექმნისთვის, მოწოდებულია ბიზნეს-პროცესების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. მჯერა, ახალი მაღალი კლასის სასტუმრო ქობულეთში იქნება მიმზიდველი ტურისტული დანიშნულება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება. ახალ საინვესტიციო პროექტს შპს "ელ & ერ კომპანი" საერთაშორისო სტანდარტების და გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით განახორციელებს. შპს "ელ & ერ კომპანი" ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)