|
2018-11-24 12:52:40, 1907 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალს გენერალ მილერს შეხვდა
ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან შეხვედრა გამართეს. ამერიკელ გენერალთან საუბრისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გენერალმა მილერმა ხაზი გაუსვა ქართული შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე,ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და მისი ახალი შემცვლელი პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)