|
2018-11-23 17:09:02, 4245 ნახვა
სხვადასხვა
პოროშენკოს რეიტინგებში ცნობილი კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უსწრებს
უკრაინული კომპანია "სოციოპოლისის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 10,8% ხმას ცნობილ მსახიობსა და კომიკოსს ცლადიმერ ზელენსკის მისცემდა. აღსანიშნავია, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ამავე გამოკითხვის თანახმად ხმების მხოლოდ 7.8% დააგროვა. ექსპერტები შეფასებით, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს უკრაინაში, ზელენსკი მეორე ტურში გავა და გამარჯვებას მოიპოვებს რაც შეეხება პირველი ტურის განვითარების შესაძლო სცენარს ის ასე გამოიყურება: ტიმოშენკომ გამოკითხვის მიხედვით 18.5% მიიღო, ვლადიმერ ზელენსკიმ 10.8%, პეტრო პოროშენკომ 7.8%, ანატოლი გრიცენკომ 7,8% და იური ბოიკომ 7.4%. გამოკითხვის თანახმად, თუ ვლადიმრ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მას საკმაოდ კარგი შანსები აქვს, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი სავარაუდოდ მეორე ტურშიც ვერ გავა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)