14:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 01:10:44, 1258 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ

„სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, რუსთავი 2-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს და სააკაშვილს და ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებით ბოლო დროს მოუხშირეს, რადგან გაუჩნდათ იმის განცდა, რომ მათთვის ვითარება რთულია.

„ჩვენ ვიცით, ჩვენ რა „ღირებულებებზე“ არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა,ეს არის პოლიტიკური ძალა,რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics