07:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 14:45:44, 617 ნახვა

რეგიონი
შუახევში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარება და სოციალური პროგრამები.

მუნიციპალიტეტის 2019 წლის საწყისი ბიუჯეტი 9 600 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 4 101 700 ლარი, ხოლო განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით 2 305 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 611 700 ლარი დაიხარჯება.

,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტის საჯარო განხილვას, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრები, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics