10:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 21:43:57, 2725 ნახვა

მსოფლიო
„ერალაშის“ ხელმძღვანელი ბორის გრაჩევშკი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ურყევი იყო

საბავშვო იუმორისტული ტელჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ბორის გრაჩევსკის განცხადებით, ის საქართველოში იმის გამო არ შემოუშვეს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყო ნამყოფი.

როგორც გრაჩევსკიმ "რია ნოვოსტისთან" საუბრის დროს აღნიშნა, მასთან ერთად რეჟისორი ალექსანდრ შეინი და პროდიუსერი ვლადიმერ პიროჟკო იყვნენ.

"დღეს თბილისში უნდა გახსნილიყო ფესტივალი "პაემანი რუსეთთან". ჩვენ ქვეყანაში არ შეგვიშვეს, იმის გამო, რომ აფხაზეთში ვიყავით ნამყოფი. ზრდილობიანად გამოგვაცილეს, ჩაგვსვეს თვითმფრინავში და მე უკვე მოსკოვში ვარ. რა თქმა უნდა საწყენია, რადგან არასდროს ვყოფილვარ საქართველოში და ძალიან ვემზადებოდით ამისთვის. ბევრი საინტერესო რამ გვქონდა მომზადებული", - განაცხადა გრაჩევსკიმ და დასძინა, რომ ვინაიდან საქართველოში რუსეთის საელჩო არ არსებობს, ფესტივალის წარმომადგენლები შვეიცარიის საელჩოს ეკონტაქტებოდნენ, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ურყევი იყო. 

ცნობისთვის, რუსეთის 3 მოქალაქე, რომლებიც თბილისში „სპუტნიკის“ მიერ მხარდაჭერილ კინოფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არ შემოუშვეს. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მათ მიერ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics