|
2018-11-21 12:24:56, 860 ნახვა
საზოგადოება
განათლების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკსა“ და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს ბანკის“ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების პარტნიორობის შედეგად მედიათეკის ვაკის ფილიალი მსურველებს შუაღამამდე მოემსახურება. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით, მედიათეკის სამუშაო საათები 00:00 საათამდე გახანგრძლივდება. ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის სერვისის ფასი არ შეიცვლება - ისინი კლავაც ძველი ტარიფებით შეძლებენ მედიათეკის აბონემენტების შეძენას. გაზრდილი სამუშაო საათებისთვის საჭირო ფინანსებს საქართველოს ბანკი გამოყოფს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათს ფლობენ, მედიათეკის სერვისებზე სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ. „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ის წლების განმავლობაში ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამაზე მეტყველებს განათლების მიმართულებით ბანკის მიერ უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. ჩვენ, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, გვსურს, ხელი შევუწყოთ საბიბლიოთეკო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას. მედიათეკის სერვისები ერთდროულად საინტერესოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისა თუ კითხვის მოყვარული ადამიანებისთვის. ჩვენც გვსურს, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს ამ სერვისებით ხანგრძლივად სარგებლობის შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „მედიათეკა არის და რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ სივრცედ თბილისში, სადაც მომხმარებელს შეუძლია საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობა, შეხვედრების ოთახის, საკონფერენციო დარბაზების გამოყენება, ღონისძიებებზე დასწრება და არაერთ პროგრამაში ჩართვა. მედიათეკის კომფორტულ, თანამედროვე სივრცეში ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად სამუშაოდ ან სამეცადინოდ მოდიან. დღეიდან კი მედიათეკა ხდება პირველი დაწესებულება თბილისში, რომელიც შუაღამემდე მუშაობს და ამავდროულად ყველაზე ხელმისაწვდომია” - განაცხადა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა. ინფორმაციისთვის: 21 ნოემბრამდე მედიათეკის ვაკის ფილიალის 11:00-დან 21:00-მდე მუშაობდა. სამუშაო დროის გახანგრძლივებისთვის საჭირო რესურსების მოძიება მომხმარებლების თხოვნისა და რეკომენდაციების შედეგად განხორციელდა. თბილისის მედიათეკების ვაკის ფილიალი თვეში საშუალოდ 3000 ადამიანს მასპინძლობს. ვაკის მედიათეკა მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობს საბიბლიოთეკო სერვისსა და კომფორტულ სივრცეს კითხვისა და მუშაობისთვის. გარდა ამისა, მომსახურების პაკეტში შედის პრინტერითა და სკანერით სარგებლობა. ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერის მიზნით კი, მედიათეკის მომხმარებელს ვაკის პარკის ტერიტორიაზე ველოსიპედებით სარგებლობა შეუძლია.
(R)
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)