|
2018-11-20 17:14:15, 2090 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ID ბარათების შესაძლო გაყალბების შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებას გულისხმობს. "მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. ცნობისთვის, დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა და ამ საქმეში სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე პირადად იყო ჩართული. მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს უწყება ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)