|
2018-11-20 14:35:23, 655 ნახვა
რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტი: საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ყველასთვის ხელმისაწვდომია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში დამწყები და მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები განაახლა. ამჯერად, პროექტი გამორჩეულია, რადგან სწავლის პროცესში სმენადაქვეითებული დამწყები გიდებიც მონაწილეობენ. ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-პროგრამას ისინი სურდო თარგმანის მეშვეობით შეისწავლიან. რაც სამომავლოდ, ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სმენადაქვეითებული ტურისტებისთვისაც. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ ხელისუფლების მიერ ტურიზმის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ტურიზმი რეგიონში განვითარდეს და აქ მყოფი ტურისტები იყვნენ კმაყოფილები. ჩვენი პრიორიტეტია რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. ორ წელში აჭარაში 160-ზე მეტი დამწყები და მოქმედი გიდი გადავამზადეთ, თუმცა სმენადაქვეითებული დამწყები გიდები ამ პროექტში პირველად მონაწილეობენ. რეგიონში ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა. 10 თვის მონაცემებით, რეგიონში 1,700, 000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი და 41 %-ით გაზრდილი საერთაშორისო ფრენები გვაქვს. ბუნებრივია, რეგიონში ტურისტების ზრდის პარალელურად თქვენზე, როგორც გიდებზე მოთხოვნაც მზარდი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თქვენ იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული და კვალიფიციურები, რათა შეძლოთ ტურისტებს ჩვენი რეგიონის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ,“ აღნიშნა გიდებთან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. ტრენინგის მონაწილეებს სულხან ღლონტმა დეპარტამენტის მიერ მომზადებული გიდის სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ დაურიგა. დამწყები და მოქმედი გიდები ტრენინგებისას ეთნოგრაფიას, ისტორიას, ექსკურსიათმცოდნეობას, ქართულ ფოლკლორს, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებასა და არქიტექტურას შეისწავლიან. მათთვის ჩატარდება პრაქტიკული, საველე გასვლებიც, სადაც მარშრუტზე არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნობიან. ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების ჩათვლით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700 მოქალაქე გადაამზადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)