20:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 19:02:12, 1972 ნახვა

სამართალი
პროკურატურა საბანკო ვალდებულებების განულების ინიციატივას შეისწავლის

საქართველოს პროკურატურა მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობისთვის საბანკო ვალების ჩამოწერას გულისხმობს შეისწავლის. 

„ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განუცხადეს „ექსპრესნიუსს" პროკურატურაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინიციატივას 3 არასამთავრობო ორგანიზაციაც გამოეხმაურა. NGO-ები საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება.

შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics