|
2018-11-19 16:20:55, 603 ნახვა
რეგიონი
ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით გამოფენა „ჩემი კეთილდღეობა“ გაიმართება
20 ნოემბერს, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით სასტუმრო ინტურისტში 17:00 საათზე, გაიმართება ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბავშვთა ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ჩემი კეთილდღეობა“. ამ ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიო ბავშთა მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად გამოვლინდება 10 საუკეთესო ნახატი და ასევე მშობლების მიერ დაწერილი 10 საუკეთესო წერილი სახელწოდებით - „წერილი შვილს“. აგრეთვე, ხელი მოეწერება სსიპ ბათუმის ბულვარსა და აჭარის ა.რ. განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის ბულვარსა და აჭარის ა.რ.სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს, ბათუმის ბულვარსა და ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს, რომლის მიზანია ბავშვთა განათლების ხელშეწყობა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ბულვარის ადმინისტრაცია სამომავლოდ აქტიურად გეგმავს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებით სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვას. იმის გათვალისწინებით, რომ UNICEF მოუწოდებს ყველა კერძო თუ საჯარო უწყებას აწარმოონ კამპანია #დაასრულეძალადობა და უზუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება სახლში, სკოლასა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, მნიშვენლოვანია მოხდეს ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე თავიანთი უფლებების შესახებ. ამ დღეს, ღონისძების ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ჩაატარებს მოკლე ლექციას და მოსწავლეებს საჩუქრად დაურიგდებთ ბავშვთა უფლებათა კონვენცია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)