06:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 14:20:28, 517 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია იწყებს ფუნქციონირებას

ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნა, რომელიც სასერტიფიკაციო, სტაჟირებისა და სხვადასხვა ტრენინგ პროგრამებს განახორციელებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აკადემიის ბათუმში ფუნქციონირება ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას, ისე ახალგაზრდების და სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას.

„ მჯერა, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემია ბათუმში იქნება ერთ- ერთი წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მისცემს საშუალებას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს აიმაღლონ კვალიფიკაცია"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალი აკადემიის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ სტუმრებს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინა.

პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics