20:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 10:01:15, 1899 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია აბაშისა და სოფელ მაიდნის მოსახლეობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრო გიორგი ქობულია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ აბაშის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტარი ოთარ დანელია და აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია.

შეხვედრაზე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კერძო სექტორის მართვაში გადასვლის პროცედურის გამარტივებაზე, საბანკო დაკრედიტების სიძვირესა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. აღინიშნა, რომ აბაშაში, რომლის ეკონომიკაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სექტორზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაუმუშავებელი  მიწების  კერძო სექტორისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა.

შეხვედრაზე აბაშელმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან აბაშის სოფლის მეურნეობის სექტორში მეტი ინვესტიცია განახორციელონ, თუკი მათ სახელმწიფო მიწებს სიმბოლურ ფასად გადასცემს.

„ჩვენთვის, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიწების ჩართვა ეკონომიკურ ცხოვრებაში”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

 

 

(ნს)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics