06:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 15:38:57, 449 ნახვა

რეგიონი
ბორჯომის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, დღეს ქალაქ ბორჯომის, სოფელ სადგერის, ტბის და ცემის მაცხოვრებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა. 

ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ნოემბრამდე აღდგება. 

"შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“  გაცნობებთ, რომ 17 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების გამო 09:45 საათიდან  ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ბორჯომის, სოფელ სადგერის, ტბის და ცემის მაცხოვრებლებს.

ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 18 ნოემბრის 17:00  საათიდან.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"  ბოდიშს  გიხდით  შექმნილი  დისკომფორტისთვის  და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics